— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ

ირაკლი კირცხალია – საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ

გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას. კიდევ ერთხელ, საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ, – ამის შესახებ გადაცემაში “ღია ეთერი” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შიდა და გარე გამოწვევების გარეშე საქართველოში დღეს ბევრად უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა.

“იმ ციფრების გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს, წარმოიდგინეთ, სად შეიძლება ვყოფილიყავით იმ გარემოში, როცა ქვეყნის შიგნით აგენტურა არ გიზის და როცა ქვეყნის გარედან ორკესტრირებულად თავს არ გესხმიან. ეს არის ორ ფრონტზე ბრძოლა, რასაც ჰქვია შიდა რეალური გამოწვევები და გარე გამოწვევები, რომელიც არის გამომდინარე იქიდან, რომ შენ ცალ ფეხზე, დაჩოქილი გახდე პროქსი სახელმწიფო. ჩვენ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას. კიდევ ერთხელ, საქართველო აგენტურის გარეშე ერთხელ და საბოლოოდ”, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.