— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
მსოფლიო

პარიზში, აქციების დროს დემონსტრანტების მიერ „მოლოტოვის კოქტეილის” სროლის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო – ფაქტი მკვლელობის მცდელობად შეფასდა

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, BBC იტყობინება.

შაბათს, პარიზში, დემონსტრანტებთან შეტაკების დროს გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც ჩანს ფეხზე ცეცხლმოკიდებული პოლიციელი, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ეს შემთხვევა საფრანგეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრანტებიც დაშავდნენ.

პოლიციელმა, რომელმაც კოჭის არეში დამწვრობა და ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ს განუცხადა, რომ გამოყენებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობა „განსაკუთრებით დახვეწილი“ იყო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ პოლიციის კორდონის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლა, მისი შეფასებით, „მკვლელობის მცდელობაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველები დამნაშავეების იდენტიფიცირებასა და დაკავებაზე მუშაობენ.