— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან

ირაკლი კირცხალია – წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი…

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიამ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.

“კარგად ვხედავდით სრულიად გაუგონარ, აუხსნელ თავდასხმებს აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან. ტრამპის პოლიტიკასთან გვაქვს ყველა პოლიტიკური ღირებულებებში თანხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მედიების მიმართ. იცით, რომ აშშ-ს ბევრი საგარეო გამოწვევა აქვს, ამ ყველაფერთან ერთად ვისმენთ რიტორიკას სუვერენული პოლიტიკის გატარების შესახებ მსოფლიოში. უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, თუ ამას მხარს დაუჭერს აშშ ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავაბრუნოთ ის საყრდენი საქართველოში, რომელი საყრდენიც ყოველთვის იყო – ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ის რაც საქართველოს თავს ხდება წლების შემდეგ პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად შევა.

“რაც ხდება ჩვენს თავს ალბათ, წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან“, – აღნიშნა კირცხალიამ.