— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს

ირაკლი კირცხალია – ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს…

პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, ჯარიმები დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის იქნება გადაცდომა და კანონდარღვევა.

“კონსულტაციები მიმდინარეობს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან. ასევე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შს სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ.

ცვლილებები შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავარაუდოდ, შემდეგი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ჩვენ რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება.

რატომ არის ეს ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? – პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევაა. რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები.

დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის ბოლოს საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება. რა კონკრეტულ მიმართულებებს შეეხება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ეს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ჯარიმები დარეგულირდება და დაბალანსდება.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

7 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ