— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა

ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა

ირანის საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ირანის სპორტის მინისტრმა, აჰმად დონიამალიმ, განაცხადა, რომ ქვეყანას ჩემპიონატში მონაწილეობის ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნია:

„იმ სასტიკი ქმედებების გათვალისწინებით, რაც ირანის წინააღმდეგ განხორციელდა – ბოლო 8-9 თვის განმავლობაში ჩვენ თავს მოგვახვიეს ორი ომი, რომელშიც ათასობით ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, ცხადია, ასეთ პირობებში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

28 თებერვლიდან ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. საჰაერო დარტყმების მსხვერპლთა შორის არიან ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და მისი გარემოცვა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ტურნირის მასპინძლები აშშ, მექსიკასა და კანადა არიან. ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირანს მუნდიალზე, თუმცა სავარაუდოდ, ეს აზიის კონფედერაციის სხვა ნაკრები იქნება.