“თუ აქვს დანაშაული ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამშრომელს უწყებაში მომუშავეს, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. რაც შეეხება ჩატარებულ ტენდერებს, რაც იყო ბაღებთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი კითხვის ნიშანი არ გვქონია, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად. თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და რაღაცები არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით. დედაქალაქის მერს, დედაქალაქის მერის მოადგილეს, რომ გაიაზროთ, არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო ქმედებები აწარმოოს. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რომ გამოევლინა აუდიტის სამსახურს [დარღვევა], რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიეცემოდა ამას შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. გეუბნებით, რომ იმის უკან, თუკი რაიმე არსებობს, მე არ მაქვს ინფორმაცია და ვერც ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ექნება, თუკი რაიმე არსებობს იმის უკან. პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები არის იმისთვის, რომ აწარმოონ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით.” – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე: ბაღებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერებზე ჩვენ კითხვის ნიშანი არ გვქონია, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად, თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა