თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში, ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი? ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე ემსახურებიან „დიფსთეითს“

კახა კალაძე: სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში, ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინ კარგი…

სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ?! ეს მიუთითებს, რომ რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს ამ უსამშობლო ადამიანებს, ვალდებულები არიან ყველაფერი შეასრულონ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის, ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე და ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.

„რაც შეეხება პრემიერის წერილს, ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს სწორი ანალიზი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო ადამიანები მათი სამშობლო „დიფ სთეითია“. 2008 წელს, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, როდესაც გაგვინადგურეს ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვეღუპა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, გვახსოვს ამ ყველაფრის მერე რა პოლიტიკას ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება. იყო მოწოდებები რუსებზე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. გვახსოვს, სააკაშვილი ია-ვარდებით და ყაყაჩოებით ხელში ლარსის საზღვარზე როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს. ყველანაირად მიესალმებოდნენ, გასხვისებული ქართული კომპანიები რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან, კითხვის დასმის უფლებაც კი არა აქვთ. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე მსახურებიან „დიფსთეითს“, ხომ? 2008 წელს, როდესაც შენი ქვეყანა დაბომბეს, დაანგრიეს, დაკარგე ტერიტორიები, უფლებაც კი არ მისცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ყველაფერზე ესაუბრათ. პირიქით გააკეთებინეს, რომ მიესალმებოდნენ რუსების ჩამოსვლას, ყველანაირად ხელს უწყობდნენ თავისი განცხადებებით, ქმედებებით. და მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყველა ვხედავთ, თუ რა განცხადებები კეთდება, რა მესიჯები ჟღერდება. აი ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც ვხედავთ.
ფარისევლობაა, რასაც ვისმენთ და რასაც აკეთებს კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ენჯეო სექტორის წარმომადგენლები – ჩვეულებრივი ფარისევლური განცხადებები, ფარისევლური დამოკიდებულება. კონკრეტულად შემიძლია გავიხსენო კონკრეტული სახელები, გვარები: მშვილდაძე, ელენე ხოშტარია, რომელიც პირდაპირ საუბრობდა და მიესალმებოდა… 2008 წლის ომის შემდეგ პერიოდზე არის საუბარი, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. ამის შემდეგ, დედაქალაქის მერი წერილებს აგზავნიდა ოფიციალურად, რომ რაღაც კულტურული ურთიერთობები დაერეგულირებინათ და მოწვევებს აკეთებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს რასაც ეუბნებოდნენ, რასაც ავალებდნენ, თავდახრილები აკეთებდნენ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფლებაც კი არა აქვთ, რომ შეკითხვა დასვან – რატომ.“- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

15 წთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ