თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

“კარფურის” გენერალური დირექტორი დავით ქარქაშაძე: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხამრებლისთვის ხელმისაწვდომი

“კარფურის” გენერალური დირექტორი დავით ქარქაშაძე: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება…

ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ – ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში, ან ეს არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში და წარმოჩნდება მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად, – განაცხადა კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს ფორმატი, როდესაც ფასდათმობა უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში არ აისახება. მან ასევე განმარტა საცალო ვაჭრობაში არსებული „რიბეითის“ ორგვარი დანიშნულება.

„დღესდღეობით, საქართველოში მოქმედებს ფორმატი, როდესაც ფასდათმობა უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში არ აისახება. ჩვენს შემთხვევაში და ზოგადად, „რითეილში”, „რიბეითს” აქვს ორი დანიშნულება. ორი სახეობაა „რიბეითის”: ერთი ასახავს იმ სერვისს, რომელსაც „რითეილერი” უწევს მწარმოებლებს ან დისტრუბუტორებს და ეს სერვისი შეიძლება იყოს პროდუქციის განთავსებაში თაროზე, ასორტიმენტის მართვაში, პროდუქციის რეკლამირებაში, ბრენდის წარმოჩენაში და ა.შ. – ეს არის ერთი ტიპის სერვისი და „რიბეითების” ერთი ტიპის ჯგუფი. „რიბეითების” მეორე ჯგუფი დაკავშირებულია რაოდენობაზე, მოცულობის ზრდაზე, რასაც ჩვენ პროგრესულ „რიბეითებს” ვეძახით და მიიღწევა მწარმოებელთან გარკვეული მოცულობის მიღწევის შემთხვევაში,“ – აღნიშნა ქარქაშაძემ.

„კარფურის“ გენერალური დირექტორის თქმით, „რიბეითს“ იყენებენ პროდუქციის ფასის შემცირებისთვის.“

მისივე განცხადებით, მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის, კომპანიას აქვს ძირითადი მოხმარების პროდუქტების კალათა, რომელში შემავალ პროდუქციაზეც მუდმივად კონტროლდება ფასები.

„„რიბეითები“, ერთი მხრივ, წარმოადგენს ჩვენს სერვისს, რომელსაც ვუწევთ მომწოდებლებს, დისტრიბუტორებს და მწარმოებლებს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია პროდუქციის წარმოჩენისთვის და რეალიზაციისთვის. ამავდროულად, „რიბეითებს“ ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ჩვენი მომხამრებლისთვის ხელმისაწვდომი. კარფურისთვის ეს არის მთავარი ფილოსოფია, რაოდენობაზე, მასშტაბირებაზე გათვლილი ბიზნეს-მოდელი და შესაბამისად, 80% ამ რიბეითის უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე, რათა გავხადოთ პროდუქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასორტიმენტი გვაქვს ქვეყანაში წარმოდგენილი – 40 ათას ერთეულამდე – იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მომხმარებლის ინტერესები, გამოყოფილი გვაქვს სრული პორტფელიდან ულტრა-სენსიტიური და სენსიტიური კალათა. ესენია ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რომელზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებით, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ეს პროდუქციაა: შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პური, ბრინჯი და მსგავსი ტიპის პროდუქცია,“ – განაცხადა დავით ქარქაშაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ