— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

მეგრელიშვილი ქაცარავას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს საზოგადოებაში კითხვებს აჩენს – “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებული ანგარიში შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი პროცესის შედეგი იყოს

მეგრელიშვილი ქაცარავას განცხადებაზე: როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს საკუთარი სახელმწიფოს…

„ დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააჩინა მძიმე შეკითხვები იმ პროცესების შესახებ, რომლებიც ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. მისი სიტყვებიდან გამოიკვეთა, რომ გამოსაკითხ პირთა სიის ფორმირება და ამ პროცესის მართვა სპონტანური არ ყოფილა და მასში კონკრეტული პირები მონაწილეობდნენ. როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებთან ასეთ ფორმატში თანამშრომლობენ და საკუთარი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას გადასცემენ, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ ამ ქმედებებს შეიძლება ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო შედეგები მოჰყვეს.
ამ ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში შესაძლოა არა ფაქტების ნეიტრალური ანალიზი, არამედ წინასწარ დაწერილი სცენარის რეალიზება იყოს.
ეს პროცესი პოლიტიკურად ორგანიზებულ კამპანიას ჰგავს, სადაც შიდა ოპოზიციური ჯგუფები და მათი უცხოელი პარტნიორები ერთმანეთთან კოორდინირებულად მოქმედებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები უკვე წლებია ქვეყანას ებრძვიან, მათ, შიდა დაპირისპირებები საერთაშორისო არენაზე გადააქვთ და საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური ძალების ხელშემწყობ სუბიექტებს წარმოადგენენ.
ისინი მორჩილებას და ვალდებულებას არა საკუთარი ხალხის, არამედ დასავლელი პატრონების წინაშე გრძნობენ, რომლებიც მათთვის გადაწყვეტილებებს განსაზღვრავენ.
საქართველო არ უნდა გახდეს უცხოელი პატრონებისა და ღალატისკენ მიდრეკილი ჯგუფების სათამაშო მოედანი, ჩვენი ვალია მკაფიოდ ვთქვათ უარი ყველა იმ პოლიტიკოსზე თუ პარტიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და დავიცვათ ეროვნული ინტერესები!
გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და გავაგრძელოთ განვითარება!“ – წერს მეგრელიშვილი.

https://www.facebook.com/reel/1276661183984312