— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, მოძმე რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, მოძმე რადიკალებს გაერთიანებისკენ და…

საინტერესოა, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ მათ კოალიციას აუცილებლად შეუერთდება პარტია „ლელოც“ თავის ლიდერებთან ერთად, რადგან პროცესებისგან დისტანცირება ამ პარტიისთვის რთული იქნება, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ.

პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ ეს განცხადება საინტერესოა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც უცხო ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობას გულისხმობს.

„აგენტურის ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით დემონსტრაციულად დახურეს რევოლუციის დამფინანსებელი ფონდები, მათ შორის USAID და NED, თანაც დახურეს ისე, რომ ღიად ამხილეს მათი ფარული ჩარევები უცხო ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, რევოლუციების მოწყობასა და მთავრობების ძალადობრივი, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვლაში. არჩევნებში ახალი ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ კვირა არ გავა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის ვენსმა, რუბიომ, გაბარდმა და სხვებმა, ხაზგასმით არ აღნიშნონ, რომ აშშ აღარ აპირებს ჩარევას სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო აცხადებს, “აგენტურული ოპოზიციის“ მიერ, საკუთარი „მომსახურების“ კვლავ აშშ-ისთვის შეთავაზება, დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს და შეშფოთებას იწვევს.

„რადგან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიციად წოდებულმა აგენტურამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მისი პატრონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც 99 პროცენტით კვლავ გაერთიანებული აგენტურული ოპოზიცია ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს ფაქტი ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს,”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

7 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ