— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარწმუნოებასა და ეროვნულ თვითმყოფადობას მიზანმიმართულად ასუსტებენ

ლადო სადღობელაშვილი: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და…

დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი ულოცავს შიო მესამეს აღსაყდრებას და აცხადებს, რომ ეს არის „ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება“.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად ქვეყანაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებში ეროვნულ თვითმყოფადობას და სარწმუნოებას მიზანმიმართულად ებრძვიან და ასუსტებენ.

„დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა.
მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით.
ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას!
ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს ერთიანობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის საყრდენად იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარწმუნოებასა და ეროვნულ თვითმყოფადობას მიზანმიმართულად ასუსტებენ.
ჩვენს ქვეყანას სჭირდება ძლიერი ეკლესია, რომელიც იქნება ხალხის, ოჯახის, ისტორიისა და სამშობლოს დამცველი.
აქვე იმასაც ვიტყვი რომ აფხაზეთი რჩება საქართველოს ტკივილად და იმედად. მჯერა დადგება დღე, როდესაც აფხაზეთში ისევ თავისუფლად აჟღერდება ქართული ლოცვა, აღდგება ჩვენი ტაძრები და საქართველო სულიერადაც და ტერიტორიულადაც გამთლიანდება. სწორედ ასეთ დროს ეკლესიის სიმტკიცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ ყოველივეს წინამძღოლად, ერთგვარ მშვიდობის ელჩის ფუნქციაც ახალმა პატრიარქმა შიომ უნდა იტვირთოს უფლის წყალობით.
ილია მეორის ეპოქამ საქართველოს ასწავლა, რომ ეკლესია მხოლოდ რწმენის ადგილი არ არის — იგი ეროვნული გადარჩენის ბურჯია.
ამ გზის გაგრძელება კი დღეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.
ღმერთმა დალოცოს მეუფე შიო, გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და გაამთლიანოს საქართველო,“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

19 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ