— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა

ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ…

დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტრო 3 მილიონი ლარით ეხმარება.

მისივე თქმით, დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუქ და ქუჩის დრამებით.

„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს.
ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი!