ლატვია: სამთავრობო უწყებების ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა – მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა

გუშინ დილით, ლატვიის სამთავრობო პორტალებზე „უარი მომსახურებაზე“ (DDOS) ტიპის მძლავრი კიბერშეტევა განხორციელდა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, საჯარო სერვისების პორტალი latvija.lv, მთავრობის, სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გვერდები მიუწვდომელი იყო ან ხარვეზებით მუშაობდა. ამ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM+) ავრცელებს.

შეტევის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა ლატვიის სახელმწიფო რადიო-ტელე ცენტრს (LVRTC) ეკისრება. მისი ექსპერტების თქმით, შეტევა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, ვიეტნამის, კორეის, შეერთებული შტატების, ინდოეთის, ტაივანისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების IP მისამართებიდან განხორციელდა.

ცენტრის ხელმძღვანელის, ჰირტს ოზოლსის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმები ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იშვიათი არ არის. მთავარია, რამდენად სწრაფად ხერხდება ინტერნეტგვერდების ნორმალური მუშაობის აღდგენას. მან ასევე განმარტა, რომ მოხერხდა მონაცემთა გაჟონვის ან რაიმე სხვა სერიოზული შედეგის თავიდან აცილება.

უახლესი

მსგავსი სტატიები