— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა როდესაც სტრატეგიად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია და ზედმეტად მიენდო ამერიკას – მემარცხენე იდეოლოგია ევროკავშირს საბოლოო ჯამში იგივე შედეგამდე მიიყვანს რაც საბჭოთა კავშირს დამართა

ლევან ჭოტორლიშვილი: ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა როდესაც სტრატეგიად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია და ზედმეტად მიენდო…

“ევროკავშირმა რომელიც ფინანსურ კრიზისშია მილიარდობით ევრო გამოჰყო მემარცხენე ენჯეოებისთვის. ხალხს უკვირს რატომ, თუმცა ამას აქვს სერიოზული მიზეზი:
პირველი და მეორე მსოფლიო ომების მთავარი მიზეზი იყო პოლიტიკური ნაციების ბრძოლა პირველობისთვის. ამ ომების შედეგად ევროპამ დაკარგა პოზიციები, სამყარო გახდა ორპოლუსიანი აშშ-სსრკ. ამიტომ, ომის შემდეგ, ერთიანი ევროპის ავტორებისთვის ცხადი გახდა, გაერთიანება შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური ნაციის კონცეფციის შესუსტებით, ან სრულიად გაუქმებით”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

პროფესორი აღნიშნავს, რომ ამერიკისთვის არ არსებობს პრინციპული განსხვავება რუსეთს და ევროკავშირს შორის. გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან ორივესთან ერთნაირად შეუძლია კონფრონტაციაც და თანამშრომლობაც.

“ერთიანი ევროპა ჩაფიქრებული იყო როგორც მესამე პოლუსი. პოლიტიკური ნაციის კონცეფციის წინააღმდეგ პოლიტიკური იდეოლოგიებიდან გამოდის მხოლოდ მარქსიზმი. ამიტომ ევროკავშირმა აირჩია ლენინის და საბჭოთა მარქსისტების გზა. მოგეხსენებათ ლენინიც მარქსიზმის და რევოლუციის მთავარ მტრად თვლიდა რუსეთს, შესაბამისად ყველაფერს აკეთებდა რუსი ერის დასასუსტებლად. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო სხვათაშორის ბელორუსიის და უკრაინის რესპუბლიკების შექმნაც.

შეცდომები:

ევროკავშირის იდეოლოგებმა ვერ გაითვალისწინეს რომ პოლიტიკური ნაციის პროექტის გაუქმებას და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შეეძლო ემუშავა მხოლოდ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში. დაუცველი საზღვრების გამო, უფასო სოციალური პაკეტებისთვის ჩრდილო აფრიკიდან და აზიიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე დაიწყო მასობრივი ემიგრაცია რამაც ევროპას სერიოზული ეკონომიკური, დემოგრაფიული, კულტურული პრობლემები შეუქმნა.

გარდა მაგისა როდესაც მემარცხენე იდეოლოგიას ირჩევ, იღებ მთელ მემარცხენე პაკეტს, რაც გულისმობს კულტურის სფეროს სრულ იდეოლოგიზაციას მარქსისტული დოგმების მიხედვით, იდენტობის პოლიტიკას, რელიგიის დევნას, კონკურენციის და შეჯიბრობითობის პრინციპის გაუქმებას, სიტყვის თავისუფლების და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას. ამან საბოლოო ჯამში ნაკლებად კონკურენტული გახადა ევროკავშირი. არაკონკურენტუნარიანობა იზომება კონკრეტულ ციფრებში. მაგალითად ოცი წლის წინ ევროკავშირი ეკონომიკის მოცულობით უსწრებდა ამერიკას, დღეს კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ჰუმანიტარული სფერო განათლების სისტემა, სახელოვნებო სფერო მოიცვა არაკომპეტენტურმა ნეოკომკავშირელებმა, პარტისტორიის ინსტრუქტორებმა. ახალი ანთროპოლოგია, გენდერის კვლევები მეცნიერული კომუნიზმის თანამედროვე ვერია. ეს ცვლილებები რეალურად მოხდა ბოლო 30წლის დანმავლობაში და შეუქცევადად შეცვალა ევროპული სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ლანდშაფტი.

გეოპოლიტიკური ფაქტორი: ამასობაში მსოფლიო ჯერ ერთპოლუსიანი გახდა, ახლა ისევ ორპოლუსიანი აშშ-ჩინეთი. იზრდება ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია. რუსეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას. ევროკავშირმა დაუშვა შეცდომა როდესაც სტრატეგიად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა აირჩია და ზედმეტად მიენდო ამერიკას. როგორც ახლა ირკვევა, ამერიკისთვის არ არსებობს პრინციპული განსხვავება რუსეთს და ევროკავშირს შორის. გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან ორივესთან ერთნაირად შეუძლია კონფრონტაციაც და თანამშრომლობაც.

რეალობა: მემარცხენე იდეოლოგია ევროკავშირს საბოლოო ჯამში იგივე შედეგამდე მიიყვანს რაც საბჭოთა კავშირს დამართა. მემარცენე ენჯეოების დაფინანსება, ძალიან ჰგავს გვიანი საბჭოთა კავშირის მიერ მაშინდელ დასავლეთში კომპარტიების და კომუნისტური მედიის დაფინანსებას. იდეოლოგიური გამოფიტულობის და ეკონომიკური პრობლემების ფონზე ეს არ იმუშავებს”- წერს ჭოტორლიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ