— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლევან ჯაფარიძე ლომჯარიაზე, ხიდაშელზე, სანიკიძესა და კანდელაკზე: ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე გამახსენდა, რა ზუსტად აღწერს ვიკიპედია მათ და მათი დამქაშების სახელწოდებას – მეხუთე კოლონა, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს უთხრის ძირს მტრის სასარგებლოდ

ლევან ჯაფარიძე ლომჯარიაზე, ხიდაშელზე, სანიკიძესა და კანდელაკზე: ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე გამახსენდა, რა…

დღეს ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე კიდევ ერთხელ გამახსენდა რა ზუსტად აღწერს ვიკიპედია მათ და მათი დამქაშების სახელწოდებას: მეხუთე კოლონა — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, – წერს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი, ლევან ჯაფარიძე, ნინო ლომჯარიას, თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის შესახებ.

როგორც ჯაფარიძე წერს, მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, შპიონაჟში და ა.შ.

“დღეს ამ უჯიშო, უსამშობლო, ხროვის გამოხტომებზე კიდევ ერთხელ გამახსენდა რა ზუსტად აღწერს ვიკიპედია მათ და მათი დამქაშების სახელწოდებას: მეხუთე კოლონა — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ან ხალხის რაიმე გაერთიანებას უთხრის ძირს მტრის, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. მეხუთე კოლონის მოქმედება შეიძლება იყოს ღია ან ფარული. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება ფარულად, საიდუმლოდ მოემზადონ და ღიად გაერთიანდნენ კრიტიკულ მომენტში, მოწინააღმდეგის სამხედრო შეტევისას ან მისი სხვა, რაიმე აქტიური ქმედებისას. მეხუთე კოლონის ფარული მოქმედებები შეიძლება გამოიხატოს საბოტაჟის აქტებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, შპიონაჟში და ა.შ. მეხუთე კოლონა შეიძლება მოქმედებდეს მოწინააღმდეგესთან კოორდინირებულად, იმართებოდეს მის მიერ, მაგრამ შეიძლება მოქმედებდეს დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ ირჩევდეს სამიზნეს, თავდასხმის ფორმას და დროს. მეხუთე კოლონის წევრები შეიძლება იყვნენ, როგორც აშკარად, შეგნებით, სრულიად გაცნობიერებული მიზნების და მოტივაციის მქონე პირები, ასევე პირები, რომლებიც განსხვავებულ შეხედულებათა გამო, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის გამო, მისი, როგორც პიროვნების მარგინალიზაციის და სხვა მიზეზთა გამო, შეუგნებლად მოქმედებს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.
მეხუთე კოლონა არ არის მოწინააღმდეგის ჯაშუშური ქსელი, თუმცა შეიძლება იმართებოდეს და ხალისდებოდეს მის მიერ.
მეხუთე კოლონის მოქმედება განსაკუთრებით თავს იჩენს და დამანგრეველი ხდება სამხედრო მოქმედებების დროს!” – წერს ლევან ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

8 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ