— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: არამარტო ხელისუფლება, რადიკალებიც ვალდებულები არიან, რომ მინიმუმ ხელი არ შეგვიშალონ და მტრული განცხადებები არ აკეთონ ამ მავნებლებმა, ის დეზინფორმაცია არ ავრცელონ, რომ აქ ტერორისტებს ვამზადებთ და ა.შ.

ლევან მაჭავარიანი: არამარტო ხელისუფლება, რადიკალებიც ვალდებულები არიან, რომ მინიმუმ ხელი არ შეგვიშალონ და მტრული…

ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, ეროვნული, პრაგმატული, ფრთხილი და მოქნილი, რომ არასდროს შენ არ აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში. ყველაფრით უნდა გადააზღვიო ის, რომ საომარ მოქმედებებში არ აღმოჩნდე და მთელი რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, რომ საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდები, მერე ვის დაურეკავენ საშველად, –  ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ არავინ დახმარებია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ირანთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშესთან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, როგორიც დიპლომატიურ ურთიერთობებს შეესაბამება.

“ჯერ ერთი, არავინ შენი მშველელი არ არის, 2008 წელს მშვენივრად ვიხილეთ, ვინ დაგვეხმარა და ვინ გვიშველა. რაღაც ნაბიჯებს რომ გვიწუნებდნენ იმავე ირანთან მიმართებით, დეტალებში არ შევალ – მანდაც ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც, პირველ რიგში, მეზობელს ეკადრება, ვინაიდან ირანი არის  ჩვენი რეგიონის ძალიან ძლიერი მოთამაშე, ჩვენი მეზობელია, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს და რა თქმა უნდა, ისე უნდა იმოქმედო, როგორც დიპლომატიურ ურთიერთობებს შეესაბამება. თითოეულ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს შეხედეთ – აბსოლუტურად ყველაფერი გადავაზღვიეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები,  –  აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიერ ახლო აღმოსავლთში საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებსაც მტრული და ქვეყანაში საფრთხის ალბათობის გაზრდისკენ მიმართული უწოდა.

მაჭავარიანის განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს წნეხი და ზეწოლა, მმართველი გუნდი ნაბიჯს უკან არ გადადგამს. “თუმცა, არამარტო ხელისუფლება, ეს რადიკალებიც ვალდებულები არიან, რომ მინიმუმ ხელი არ შეგვიშალონ და ის მტრული განცხადებები არ აკეთონ ამ მავნებლებმა, რომ რაღაცით საფრთხის ალბათობა გაზარდონ საქართველოში. ის დეზინფორმაცია არ ავრცელონ, რომ აქ ტერორისტებს ვამზადებთ და ა.შ. რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობებით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არდაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?! ის გავიხსენოთ, რომ გამოვიდნენ უკრაინის უპასუხისმგებლო ლიდერები, თქვენი შეიარაღება გადმოგვეცითო, ესენი არ იყვნენ, ვინც აქციებს გვიწყობდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება გადაეცითო?! – შე დალოცვილო, ნახევარი დასავლეთი უკრაინას აიარაღებს და მე რატომ გადავცე? ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, ვიცით, რომ ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს და ბევრი რაღაც კიდევ უკეთესად არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში – პირდაპირ ვაღიარებ და ყველა ჩემი თანაგუნდელი აღიარებს. მაგრამ, რაც უნდა დავაფასოთ, ის არის, რომ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გამოიწვევს საფრთხის გაზრდის ალბათობას საქართველოში. ყველანაირ წნეხს, ბულინგს, ზეწოლას, შანტაჟს ვუძლებთ – ბოლო ოთხი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ბიძინა ივანიშვილს, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, ორი მილიარდი დაუყადაღეს, ესეც არავის დაავიწყდეს, რომ დე ფაქტო სანქციები დაადეს და ამ შანტაჟსაც, ამ წნეხსაც გაუძლო. რა ზეწოლები, როგორი პირდაპირი მუქარები მოდიოდა ჩვენი გუნდის მიმართულებით ამ ოთხი წლის განმავლობაში – ყველაფერს გავუძელით, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ საქართველოში. როგორიც არ უნდა იყოს წნეხი, როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, გამორიცხულია – ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ. “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი და ერთადერთი გარანტი,” – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

4 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

8 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

8 სთ წინ2 წთ