თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: როგორიც არ უნდა იყოს წნეხი და ზეწოლა, ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ – “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი

ლევან მაჭავარიანი: როგორიც არ უნდა იყოს წნეხი და ზეწოლა, ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ – “ქართული ოცნება”…

რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არდაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო-ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?! –  განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” ყველა ნაბიჯს ისე დგამს, რომ ქვეყანას საფრთხე ააცილოს. 

მაჭავარიანმა გაიხსენა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, დე ფაქტო სანქციები დაუწესეს, თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერი სახის შანტაჟის და წნეხის მიუხედავად, “ქართული ოცნება” საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტად დარჩება.

“ის გავიხსენოთ, რომ გამოვიდნენ უკრაინის უპასუხისმგებლო ლიდერები, თქვენი შეიარაღება გადმოგვეცითო, ესენი არ იყვნენ, ვინც აქციებს გვიწყობდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება გადაეცითო?! – შე დალოცვილო, ნახევარი დასავლეთი უკრაინას აიარაღებს და მე რატომ გადავცე? ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, ვიცით, რომ ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს და ბევრი რაღაც კიდევ უკეთესად არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში – პირდაპირ ვაღიარებ და ყველა ჩემი თანაგუნდელი აღიარებს. მაგრამ, რაც უნდა დავაფასოთ, ის არის, რომ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გამოიწვევს საფრთხის გაზრდის ალბათობას საქართველოში. ყველანაირ წნეხს, ბულინგს, ზეწოლას, შანტაჟს ვუძლებთ – ბოლო ოთხი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ბიძინა ივანიშვილს, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, ორი მილიარდი დაუყადაღეს, ესეც არავის დაავიწყდეს, რომ დე ფაქტო სანქციები დაადეს და ამ შანტაჟსაც, ამ წნეხსაც გაუძლო. რა ზეწოლები, როგორი პირდაპირი მუქარები მოდიოდა ჩვენი გუნდის მიმართულებით ამ ოთხი წლის განმავლობაში – ყველაფერს გავუძელით, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ საქართველოში. როგორიც არ უნდა იყოს წნეხი, როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, გამორიცხულია – ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ. “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი და ერთადერთი გარანტი,” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

16 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

17 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

18 სთ წინ2 წთ