— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ლომჯარიას მოთხოვნაზე “ხალხის ვიზით დასჯის” შესახებ: ლომჯარია ამბობს, რომ “იმედი” იტყუება- ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა?

ლევან მაჭავარიანი ლომჯარიას მოთხოვნაზე “ხალხის ვიზით დასჯის” შესახებ: ლომჯარია ამბობს, რომ “იმედი” იტყუება- ეჭვის რა…

იმედის ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებული ოთხი ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებებით დადასტურდა! რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთიც?!
ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა? – წერს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.

მისი განცხადებით, იმ ფონზე, რომ დადასტურდა ლომჯარია-ფიშერის შეხვედრაც და ისიც, რომ ლომჯარია საელჩოდან გააპარეს, გაუგებარია, რატომ არ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას “ხალხის ვიზით დასჯის” – უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ”

“ნინო ლომჯარია იმედს უჩივის!
ამბობს, რომ იმედი იტყუება.

მოდი გადავხედოთ ფაქტებს, რამდენად მართალი ან ტყუილი შეიძლება იყოს იმედის ინფორმაცია.

ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ:

  1. ლომჯარია იმყოფებოდა გერმანიის ელჩთან.
  2. საუბარი შეეხებოდა მოთხოვნას “ხალხის ვიზით დასჯის” – უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ”.
  3. ლომჯარია ელჩმა თავისი ავტომანქანით საელჩოდან გააპარა.
  4. ზაარბრიუკენის მოედანზე ლომჯარია საელჩოს ავტომანქანიდან თავის ავტომობილში გადასვეს.

იმედის ჟურნალისტის წყაროს მიერ მიწოდებული ამ ოთხი ინფორმაციიდან პირველი, მესამე და მეოთხე მტკიცებულებებით დადასტურდა! რატომ არ უნდა დავიჯეროთ ის ერთიც?!
ეჭვის რა საფუძველი არსებობს, რომ ოთხიდან სამი ინფორმაციის ასპროცენტიანი სიზუსტით დადასტურების პირობებში მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ტყუილი? ან/და რაში დასჭირდა ლომჯარიას საელჩოდან გაპარვა?

რა შეიძლება იყოს ამ კითხვებზე პასუხი? მაგალითად ეს – ნინო ლომჯარია ასეთ რამეს როგორ იკადრებდა?!. ვფიქრობ, ელემენტარული აზროვნება და ყველაფერი დღესავით ნათელია!”- წერს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

4 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ