— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მოგატყუეს, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიიღებდნენ, რომ პარლამენტის დაწვა ნორმალურია, რომ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა- გისურვებთ, 2026 წლიდან ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ლევან მაჭავარიანი: მოგატყუეს, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიიღებდნენ, რომ პარლამენტის დაწვა ნორმალურია, რომ…

„2026 წელი აღიარებით დაიწყეთ: მოგატყუეს, რომ ქართული კანონი რუსულია; მოგატყუეს, რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ. მოგატყუეს რომ მოლოტოვის კოქტეილი “ევროპულია”; მოგატყუეს, რომ არჩევნებზე 400.000 ხმა გავაყალბეთ; მოგატყუეს, რომ ქვეყნის დახმარება გულისხმობს მდიდარი NGO-ებისთვის თანხების ჩარიცხვას; მოგატყუეს, რომ ევრობიუროკრატიას უსაფუძვლოდ ვაკრიტიკებდით- გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, რომ 2026 წლიდან ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ამპარტავნება არის ცოდვების უდიდესი ნაწილის საფუძველი. სამწუხაროდ ეს თვისება ყველა ადამიანშია (სხვადასხვა დოზით). მას უპირისპირდება თავმდაბლობა. თავის დამდაბლება კი აღიარებით იწყება. მოდით, ნუ გაჯიუტდებით და 2026 წელი აღიარებით დაიწყეთ:
მოგატყუეს, რომ თუ ევროპარლამენტარმა თეთრზე შავი თქვა ე.ი ეგრეა;
მოგატყუეს, რომ ქართული კანონი რუსულია;
მოგატყუეს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია;
მოგატყუეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებს;
მოგატყუეს, რომ თუ ეს ვინმეს არარეალურად მიაჩნია ის “რუსეთუმეა”;
მოგატყუეს, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიიღებდნენ;
მოგატყუეს, რომ უკრაინის ომი შესაძლებლობის ფანჯარაა ტერიტორიების დასაბრუნებლად;
მოგატყუეს, რომ რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა;
მოგატყუეს, რომ მთავრობას თანხმობა უნდა მიეცა ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნაზე;
მოგატყუეს, რომ შავი ხვრელი ვართ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში;
მოგატყუეს, რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ.
მოგატყუეს, რომ ლაზარე გმირია;
მოგატყუეს რომ მოლოტოვის კოქტეილი “ევროპულია”;
მოგატყუეს, რომ პოლიციელზე ძალადობა “მოსულა”;
მოგატყუეს, რომ პარლამენტის დაწვა ნორმალურია.
მოგატყუეს, რომ ელგებეტე პროპაგანდის საფრთხეები ჩვენი მოგონილია;
მოგატყუეს, რომ კაცს შეუძლია გახდეს ქალი და ქალს კაცი;
მოგატყუეს, რომ მიშას ვაწამებდით და ვკლავდით.
მოგატყუეს, რომ მიშა პოლიტპატიმარია;
მოგატყუეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ზღაპრებს არ წერენ;
მოგატყუეს, რომ ელჩების სასამართლოებზე სიარული ნორმალურია;
მოგატყუეს, რომ უცხო ქვეყნების მინისტრების ანტისამთავრობო მიტინგებზე დგომა მიღებული პრაქტიკაა;
მოგატყუეს, რომ ჯო ვილსონი და მიხაილ როთი საქართველოზე გიჟდებიან;
მოგატყუეს, რომ არჩევნებზე 400.000 ხმა გავაყალბეთ და 100.000 ადამიანი პირადობის გარეშე დავტოვეთ;
მოგატყუეს, რომ ეუთო-ოდირი მოვისყიდეთ;
მოგატყუეს, რომ მზია ამაღლობელი უდანაშაულოა;
მოგატყუეს, რომ რადიკალური ოპოზიცია “პროევროპულია”;
მოგატყუეს, რომ კოლექტიური “ლომჯარია და გიგაური” სამოქალაქო საზოგადოებაა;
მოგატყუეს, რომ ქვეყნის დახმარება გულისხმობს მდიდარი NGO-ებისთვის თანხების ჩარიცხვას;
მოგატყუეს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი შეჩერებულია;
მოგატყუეს რომ მოლდოვა და უკრაინა რეფორმებით ჩვენზე წინ არიან;
მოგატყუეს, რომ 4 ოქტომბერს ღობე ჩვენი გადაქლიბულია;
მოგატყუეს, რომ ემაარის ინვესტიცია საფრთხისშემცველია;
მოგატყუეს, რომ ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტი ჩვენი “ჩადებულია”;
მოგატყუეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა;
მოგატყუეს, რომ ამის გამო თუთიყუშს ბუმბული დაცვივდა;
მოგატყუეს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო ევროპაში ბოლოდან მე-4 ადგილზეა და მის უკან მხოლოდ რუსეთი, ბელარუსი და თურქეთი არიან;
მოგატყუეს, რომ ევრობიუროკრატიას უსაფუძვლოდ ვაკრიტიკებდით (აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ერთი-ერთში იმეორებს ჩვენს შეფასებებს);
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, რომ 2026 წლიდან ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“- წერს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ