— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

პენტაგონის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში აშშ-მა 11,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

პენტაგონის ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში აშშ-მა 11,3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს დახურულ კარს მიღმა განუცხადეს, რომ ირანში ომის პირველ კვირაში 11,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ინფორმაციას The New York Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დასახელებულ ციფრებში არ შედიოდა ომთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც, ისეთებიც, როგორიცაა ომამდე სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის შეგროვება. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ რეალური ხარჯები გაცილებით მეტია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არის ყველაზე სრულყოფილი მონაცემები, რაც მიუღია კონგრესს მას შემდეგ, რაც გაჩნდა კითხვები ირანში ოპერაციის მიზნების, მასშტაბებისა და ვადების შესახებ. მანამდე The New York Times-ი და The Washington Post-ი წერდნენ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ომის პირველ ორ დღეში 5,6 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება დახარჯეს.

ამერიკული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დათვლით, ომის პირველ 100 საათში 3,7 მილიარდი დოლარი, ანუ დღეში 891,4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

The New York Times-ის ინფორმაციით, ირანის დაბომბვის პირველი ტალღის დროს აშშ-მა გამოიყენა AGM-154 ტიპის ბომბები. ერთი ასეთი ბომბის ღირებულება 578 – 836 ათას დოლარს შეადგენს. სამხედრო-საზღვაო ძალებს თითქმის 3 ათასი ასეთი ბომბი აქვს, რომელიც მან დაახლოებით ოცი წლის წინ შეიძინა.