— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი დანიაში აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე: ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები

ლევან მახაშვილი დანიაში აქციის ძალის გამოყენებით დაშლაზე: ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა…

“ჩვენს სახელმწიფოს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, რაც საზოგადოებამ კადრებში ნახა, მხოლოდ წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ან ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – გადააყოლებდნენ სახელმწიფოს, რეზოლუციას რეზოლუციაზე მიიღებდნენ, გააშავებდნენ ქვეყანას. ნამდვილად დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ორმაგ სტანდარტს საკუთარ პოზიციაში, რომ თურმე, შესაძლებელია საკუთარ ქვეყანაში ასე მოიქცნენ და ჩვენს ქვეყანას, არ აქვს უფლება, მაგალითად, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კოპენჰაგენში, პალესტინის მომხრე აქტივისტებმა, დანიური გადამზიდი გიგანტის – “მაერსკის” სათაო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს რომლის დასაშლელად, პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენელსაც. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს. აქტივისტებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, თუმცა, პოლიციამ კრიტიკა უარყო და განაცხადა, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანების ადგილიდან უბრალოდ გაყვანა და ასეთ დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიზიკური ძალის გამოყენება.

“ქრონიკამ” დანიის საელჩოს კითხვით მიმართა, როგორია მათი პოზიცია – შეილახა თუ არა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება და მოხდა თუ არა მედია საქმიანობაში ხელის შეშლა. საელჩომ კითხვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამისამართა.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

18 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ