თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?! ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკური პორტალი Splash247: ანაკლიის პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ვითარდება, როგორც შუა დერეფნის, ანუ შავი და კასპიის ზღვების გავლით ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტის ახალი კარიბჭე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: ვიცით ამ მეთოდებს ვინც იყენებს და წლებია შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, დაჟინებით მოითხოვდნენ, საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ – მოსახლეობის დაკვეთაა გონივრული, მშვიდობის პოლიტიკა და ერთადერთი ძალა, ვინც ამ ინტერესს იცავს, არის “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

ლევან მახაშვილი: როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, დაჟინებით მოითხოვდნენ, საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და დღეს…

როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, გახსოვთ, როგორ აგრესიულად, უპასუხისმგებლოდ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო ამ უმძიმეს ავანტიურაში და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იმავე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე, საქართველო უნდა დადგეს “ისტორიის სწორ მხარეს”,  –  განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მახაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ინტერესის – პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკის დამცველი ერთადერთი ძალაა “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობა არის არა სისუსტე, არამედ, პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და მმართველი გუნდი გააგრძელებს ამ პასუხისმგებლობის ტარებას შიდა და გარე ზეწოლის მიუხედავად.

„ამ ცხელმა თავებმა, უნდა გაიაზრონ, რომ ქართველების, საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა, ეს არის გონივრული, პასუხისმგებლიანი და მშვიდობის პოლიტიკა და დღეს ერთადერთი ძალა, ვინც მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მშვიდობა არ არის სისუსტე – მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის და ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად. დღეს, თითოეული ქართული ოჯახის მთავარი საფქრალია, ოღონდ აქ არ მოხდეს ეს ყველაფერი, ოღონდ ჩვენს შვილებს არ მოუწიოთ ამ უბედურების და საშინელებების ნახვა – ყველას მივმართავ, ვინც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ – იქნება მშვიდობა და გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა… პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ღარიბაშვილს: ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და ძვირფასი საათები?!

8 სთ წინ5 წთ
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში… პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში – 41 ნომერი კალოში რომ არ იყოს, ასეთ კომიკურ დღეში თავს არ ჩაიგდებდა

9 სთ წინ2 წთ
კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და… პოლიტიკა

კახა კალაძე: ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის მტრები, ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი

11 სთ წინ2 წთ