— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს. ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს

ლევან ნიკოლეიშვილი: დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის…

მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.

მისი შეფასებით, ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში შედეგს ვერ გამოიღებს და მსგავსი მცდელობები საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს სახელმწიფოსა და ეროვნული ღირებულებების დაცვის საკითხში.

„ მოსკოვის მექანიზმი წარმოადგენს საერთაშორისო პროცედურას, რომელიც გამოიყენება ადამიანის უფლებების შესაძლო სერიოზული დარღვევების შესასწავლად და შესაფასებლად. შესაბამისად, მის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტები და დასკვნები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ობიექტურობას მოითხოვს. თუმცა, საქართველოში ჩამოსულმა ჯგუფმა საკუთარ შეფასებებში აღნიშნა, რომ ქვეყნის ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ გაუქმდება „გამჭვირვალობის კანონი“, ასევე “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონი. ამ შეფასებამ ბუნებრივად რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა: მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რა მიზნებით აფინანსებს არასამთვრობო ორგანიზაციებს საქართველოში? ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ-ს იდეოლოგიური ან პროპაგანდისტული ზეწოლისგან დაცვა მნიშვნელოვანი არ არის?
უმჯობესია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებსა და სამართლებრივ ანალიზს და არა წინასწარ ჩამოყალიბებულ, უცხოეთიდან ნაკარნახევ, გაუაზრებელ პოლიტიკურ ნარატივებს. დროა, აქაურმა ზნედაცემულმა აგენტურამ და მათმა უცხოელმა პატრონებმა შეიგნონ, რომ ზეწოლისა და შანტაჟის პოლიტიკა საქართველოში ვერ მუშაობს ყოველი ასეთი მცდელობა კი საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს, რომელიც უკვე მერამდენედ მტკიცედ იცავს საკუთარ სახელმწიფოსა და მის ეროვნულ ღირებულებებს.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

13 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ