— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროპარლამენტარებმა რუკაზე ირანის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროპარლამენტარებმა რუკაზე ირანის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის…

ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, სულ ახლახან მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”-ს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილს ეჭვი შეაქვს მათ სანდოობაში და ამბობს, რომ თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, ბუნებრივია, მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო.

“ევროპარლამენტარები, რომლებიც ამზადებენ კრიტიკულ რეზოლუციებს, საჯაროდ აკრიტიკებენ და მსჯელობენ საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ასევე ხშირად ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასჯას. სულ ახლახან მათ მოულოდნელად დაასანქცირეს ირანის მაღალჩინოსნები, მათ შორის -დიდი ალბათობით-უკვე გარდაცვლილი პირებიც. როდესაც საკითხი დეტალურად განიხილეს და მათ ჰკითხეს, სად მდებარეობდა ირანი, აღმოჩნდა, რომ რუკაზე მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს.

მსგავსი ფაქტი არა მხოლოდ კომპეტენციის სერიოზულ დეფიციტზე მიუთითებს, არამედ აჩენს ფუნდამენტურ ეჭვს მათი პროფესიული სანდოობისა და პასუხისმგებლობის მიმართ საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. თუ ადამიანები, რომლებსაც სხვების შეფასება და დასჯა ენდობა, ელემენტარულ გეოგრაფიულ ფაქტსაც კი ვერ ასრულებენ, მაშინ ბუნებრივია, რომ მათი რეზოლუციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ბევრად უფრო საეჭვო და დაუჯერებელი ხდება, ვიდრე სანდო. ასეთი გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით ევროპარლამენტს, აშკარად სერიოზული ლპობის სუნი ასდის”- წერს ნიკოლეიშვილი.