— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იააკ მედისონის კრიტიკა აჩვენებს ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს

ლევან ნიკოლეიშვილი: იააკ მედისონის კრიტიკა აჩვენებს ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ესტონელი ევროპარლამენტარის, იააკ მედისონის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელშიც მედისონი აღნიშნავს, რომ „ ALDE ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი – სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში.“

ნიკოლეიშვილის შეფასებით, როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული.

„განა რამე განსაკუთრებული ხდება, მაგრამ როცა ასეთ განცხადებებს ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აკეთებს, ირონიული ღიმილი უნებლიედ გეპარება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ესტონელი პოლიტიკოსები ბოლო პერიოდში ძირითადად სხვისი დემოკრატიის ხარისხის შეფასებითა და მორალიზებით არიან დაკავებული. ბატონი მედისონი მკაცრ და სისტემურ კრიტიკას უპირისპირებს როგორც ევროპულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს, ისე მედიასივრცეში დამკვიდრებულ დომინანტურ ნარატივს. მისი შეფასებით, ALDE არ წარმოადგენს პლურალიზმისა და დემოკრატიული პროცესების დამცველ პოლიტიკურ ჯგუფს; იგი ფუნქციონირებს როგორც იდეოლოგიური დისციპლინის მექანიზმი – სტრუქტურა, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს მორალურ ლექციებს უკითხავს და ფაქტობრივად აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებსა და ამომრჩევლის ნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი არ ჯდება მის იდეოლოგიურ ჩარჩოში. ამასთან, მედისონი სვამს ფუნდამენტურ კითხვას მედიის როლთან დაკავშირებით:
რამდენად შესაძლებელია ჟურნალისტური ნეიტრალიტეტი გარემოში, სადაც პოლიტიკური სიმპათიები აღარ იმალება და ხშირად ღიად დემონსტრირდება? როგორ შეიძლება პროფესიულ ეთიკაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტმა ან მედიასაშუალებამ სრულიად სერიოზულად „ულტრამემარჯვენე“ იარლიყი მიაკრას პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს? ეს უკვე აღარ არის განსხვავებული მოსაზრებების საკითხი, ეს არის დემოკრატიული ლეგიტიმაციის გაუფასურების, მედიის პასუხისმგებლობის ეროზიისა და პოლიტიკური რეალობის მიზანმიმართული დეფორმაციის პრობლემა.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

35 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

5 სთ წინ2 წთ