— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვენეციის კომისია დატოვა აშშ-მა, როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს?

ლევან ნიკოლეიშვილი: ვენეციის კომისია დატოვა აშშ-მა, როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს…

ვენეციის კომისიის „ორმაგ სტანდარტებზე“ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია საუბრობს და ამ კრიტიკას არაერთი მაგალითიც ახლავს. ახლა ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად ცვლის დისკუსიის კონტექსტს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამ ფონზე, ლოგიკურია კითხვა, თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას ევროპელი მფარველებისგან მიღებულ ინსტრუქციებს დაუქვემდებარებს. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ აქ იკვეთება პრობლემა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებების შერჩევითად გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

“ვენეციის კომისიის „ორმაგ სტანდარტებზე“ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია საუბრობს და ამ კრიტიკას არაერთი მაგალითიც ახლავს. ახლა ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად ცვლის დისკუსიის კონტექსტს. უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენეციის კომისია საჯაროდ შეაფასა, როგორც უსარგებლო და პოლიტიკურად მიკერძოებული სტრუქტურა.
ამ ფონზე ლოგიკურია კითხვა: როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი? გააგრძელებს თუ არა ის ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას ევროპელი მფარველებისგან მიღებულ ინსტრუქციებს დაუქვემდებარებს?
სწორედ აქ იკვეთება პრობლემა — როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები გამოიყენება არა სამართლებრივი ან აკადემიური ანალიზის საფუძველზე, არამედ შერჩევითად, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან ვენეციის კომისიის მიმართ „კრიტიკული ერთგულება“ სულ უფრო მეტად ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ გარე პოლიტიკური ცენტრებისადმი ლოიალობის დემონსტრირებას, რაც დამოუკიდებელი პოლიტიკური აზროვნების დეფიციტზე მიუთითებს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.