— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე: ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!

ლიზა გეგეჭკორი ფონდი “ქართუს” წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე: ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის…

ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი,  სოციალურ ქსელში 2018 წლის  ფონდი “ქართუს” უპრეცედენტო ქველმოქმედების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმიანება. 

გეგეჭკორი ფონდი “ ქართუს” განცხადებაზე დაყრდნობით საუბრობს იმ რეალურ ციფრებზე რა თანხის  პრობლემური სესხებიც გამოისყიდა ფონდმა ბანკებისგან და ფინანსური ინსტიტუციებისგან. 

ჟურნალისტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს განცხადების იმ  ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ “ეს ვალები გამოისყიდეს მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია, ფონდმა ვინმეს სესხის დაბრუნება მოსთხოვოს!”

მისივე თქმით, ფაქტები ჯიუტია და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებულ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს. 

“ნაცაკუცების მორიგი სასოწარკვეთილი ტყუილი და ფონდ „ქართუს“ მკაფიო პასუხი!

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად აგორდა მორიგი ბინძური კამპანია და ყალბი ინფორმაცია 2018 წლის უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ დღეს ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება გაავრცელა.

მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ უტიფარ მატყუარებს რეალური ციფრები, რომელთა წაშლასაც ასე უშედეგოდ ცდილობენ:

4 მილიარდ 104 მილიონ ლარზე მეტი (4,104,429,484 ლარი) – სწორედ ამ მოცულობის პრობლემური სესხი გამოისყიდა „ქართუმ“ სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში.

* 615 164 ადამიანი და მათი 1 387 296 სესხი – ეს არის იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც უმძიმესი ფინანსური ტვირთი სამუდამოდ მოეხსნა.

* პროგრამა შეეხო 55 ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუციას.

რაც შეეხება მთავარ სპეკულაციას, რომელზეც ნაცაკუცები აჟიოტაჟს ტეხენ – ფონდი „ქართუ“ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს: ეს ვალები გამოისყიდეს მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია, ფონდმა ვინმეს სესხის დაბრუნება მოსთხოვოს!

თუ დღეს ვინმეს ძველ სესხზე თანხას სთხოვენ, ახსნა ძალიან მარტივია:

– ეს ან თავად საკრედიტო დაწესებულების შეცდომაა.

– ან ეს კონკრეტული ვალდებულება უბრალოდ არ აკმაყოფილებდა 2018 წლის პროგრამის კრიტერიუმებს და, შესაბამისად, ვერ ჩამოიწერებოდა.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მარტივად გადაამოწმოს თავისი სტატუსი „კრედიტინფოში“ ან წერილობით მიმართოს „ფონდ ქართუს“ კონკრეტულ სესხზე ცნობის მისაღებად.

ეს არის რეალობა! ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!”- წერს ლიზა გეგეჭკორი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

16 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

17 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

17 სთ წინ3 წთ