— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ნაცებმა” და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა – ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა

შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს…

სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პროექტებსა და ქველმოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე აკეთებს აქცენტს, რომლის წინააღმდეგაც ბოლო დღეებში კამპანიაა აგორებული.

კუჭაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სესხების განულების პროგრამით ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მისცა.

სამოქალაქო აქტივისტის შეფასებით, ფონდი „ქართუს“ მიერ გაკეთებულ საქმეში პრობლემა როგორც ყოველთვის „ნაცებმა“ და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა და ეს ყველაფერი მისივე თქმით, „უბრალოდ უმადურობაა“.

„აბასთუმანი, შეკვეთილი, საჩხერე, თბილისის ურბანული ტყე – ისე როგორ ხდება, რომ ამ სიკეთეებით მხოლოდ საიდანღაც ჩასული ნაცვიზები და ჩერგონავტები არიან უკმაყოფილონი? აბა, იქ მყოფ ხალხს ჰკითხეთ, რა და რამდენი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა მათი ყოფის გასაუმჯობესებლად. ხეებს რომ დასდევდით – იმ ხეების გაყიდვით ადგილობრივებმა სახლები შეიძინეს და გაარემონტეს, სახლებამდე მისასვლელი გზები დაეგო და მოწესრიგდა, პარალელურად მოეწყო უმაგრესი და უკონკურენტო დენდროპარკი, სრულიად უფასო მნახველებისთვის. „სასტუმრო „პარაგრაფი“ თავისთვის აიშენაო“ – იცით მაინც, რამდენი გურული, ქობულეთელი და ადგილობრივია დასაქმებული იმ სასტუმროში? და იმ სასტუმროს აშენებით კიდევ რამდენი ბიზნესი დაინტერესდა იქ ინვესტირებით, რამდენი დასაქმდება ამ მშენებლობებზე და რამდენი ადგილობრივის ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისკენ? მიწასაც ფასი დაედო.
ახლა სესხების განულების უპრეცედენტო აქტს მიადგნენ, რომელიც ამ კაცმა თავის თავზე აიღო. პრაქტიკულად ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. ამ კაცმა ეს ყველაფერი გააკეთა ეკონომიკის ამოსუნთქვისთვის და რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ ნაცებმა და მათთან დაკავშირებულმა ხალხმა ნახა პრობლემა. ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ უმადურობაა – უმადურობა, რომელიც ქართველ კაცს არასდროს ახასიათებდა, თუმცა ამ ადამიანებთან რთულია ისაუბრო ქართველობაზე, მადლიერებაზე, სამშობლოსა და სხვა ღირებულებებზე – მათ ეს უბრალოდ არ ესმით, უცხოა მათთვის ყველაფერი ქართული. ვერ წარმოუდგენიათ, როგორ კეთდება ქართული საქმე, და სწორედ ამიტომ ეძებენ ყველაფერში ნაკლოვანებას.“- წერს შაკო კუჭაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

18 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

18 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

18 სთ წინ3 წთ