თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით ირაკლი კირცხალია – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია
პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი- დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი

ლიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს…

„მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ზუსტად ის, რასაც საზოგადოება ელოდა, კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული და ყოველგვარი სპეკულაციის გამაქარწყლებელი“-წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგით ნათელი გახდა, თუ რატომ გახდა საჭირო მისი ახალ პოზიციაზე გადაყვანა, რა ობიექტური სახელმწიფოებრივი საჭიროება იდგა ამ გადაწყვეტილების უკან და რამხელა პოლიტიკური წონა მოაქვს ამ სტატუსს.

„პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი იყო მისი პირდაპირი მოწოდება სუს-ისადმი, რომ გასაჯაროვდეს დაჭერილი ჯაშუშის ვიდეოჩვენების კონკრეტული, უმნიშვნელოვანესი ნაწილები. ვინაიდან ამ ადამიანის დაჭერამ გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია. ეს არის ღია და გამჭვირვალე პოლიტიკის ნათელი მაგალითი, სახელმწიფოს დასამალი არაფერი აქვს და პირიქით, საზოგადოებას პირდაპირ აჩვენებს იმ რეალურ საფრთხეებსა თუ სიბინძურეს, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ ხლართავენ.
მეორე და ძალიან პრინციპული საკითხი სპეცრაზმელების დაკავების თემას ეხებოდა. ამით კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ დადასტურდა: როდესაც სისტემაში ხდება გადაცდომა, რეაგირება არის უსწრაფესი და სამართლიანი. არავინ არავის აფარებს ხელს და ამით საბოლოოდ ესმება წერტილი ოპოზიციური მედიის იაფფასიან ტყუილებს.
მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ პროცესებზე დამკვირვებლისთვის, დღევანდელ ბრიფინგში ყველაზე მთავარი სხვა რამ იყო. თუ ვინმეს, თუნდაც ოცნების მხარდამჭერებში, გუშინ კიდევ ჰქონდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი.
სრულიად ნათელი გახდა, რა ობიექტური სახელმწიფოებრივი საჭიროება იდგა ამ გადაწყვეტილების უკან და რამხელა პოლიტიკური წონა მოაქვს ამ სტატუსს. დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი.
პირადად მე, თუკი რაიმე მცირე კითხვაც კი მქონდა ამ სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგმა და ბოლო დღეების დინამიკამ აბსოლუტურად ყველა კითხვა მომიხსნა. ძლიერი სახელმწიფო და გონიერი ხელისუფლება ზუსტად ასე მოქმედებს“- წერს გეგეჭკორი.