— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

მანჯავიძე ოპოზიციაზე: პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება

მანჯავიძე ოპოზიციაზე: პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და…

„ალბათ ყველას გინახავთ აფთარი( გიენა) ტელევიზიით.
საოცარი არსებაა, დღემდე კამათობენ, ძაღლისებრთა ოჯახს მიაკუთვნონ, თუ კატისებრთას, თავიდან ცხოველ-ჰომოსექსუალებად მიიჩნევდნენ სასქესო ორგანოების აგებულების მთელი რიგი უცნაურობების გამო, რაზეც აქ არ შევჩერდები,
მეტად ცუდი სუნი ასდით, რადგან იქ ისაქმებენ, სადაც ცხოვრობენ, ლეშსაც სიამოვნებით მიირთმევენ და ვინაიდან გამძლეები არიან, მონოტონური და ჯგუფური ნადირობით ღლიან და ცოცხლად ჭამენ მსხვერპლს.
მსხვერპლის მონადირებისას საშინელ, ჯოჯოხეთურ ხმებს გამოსცემენ კოლექტიურად, ესაა ერთგვარი აფთრის სიხარული, ანუ სიხარულის ვიბრაციის აფთრისმიერი გაუკუღმართება.
აფთარი და მისი ზნე იმ პუბლიკაზე გამახსენდა, მუდამ რომ ჩასაფრებულია, უარყოფითი ემოციებით საზრდოობს და თავის ინსპირატორებსაც აძლევს ხარკს.
ამჟამად პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ ზუსტად გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები.
პრინციპში ახალი არაფერია-ამდენი ხანია ვიცით, რომ სუნი ცუდი უდით, რადგან განუწვეტლივ იქ ისაქმებენ, სადაც ბუდობენ- კამიტიც კი მოისაქმეს ამას წინათ, მუდამ ჩასაფრებულმი გახლავან, რომ ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს და გამძლეებიც არიან- მაგალითად, რომელი გიენა გაუძლებდა რუსთაველზე წანწალს ხუთასი დღე.
რომელ ოჯახს ეკუთვნიან აღარ განვიხილავ – კომენტარები თქვენთვის მომინდვია,
სქესიც გაურკვეველია, რადგან როგორც თვითონ სჯერავთ, ეს სოციალური კონსტრუქტია,
თანაც, ქართველები ემოციური ხალხია, მეტად პლასტიკურიც, რადგან ემოციები გარეგნობაზე გამოეხატებათ ხოლმე, აბა სანატრელი ჩრდილოევროპელებივით კი არ ვართ, პლასმასის სახეები რომ აქვთ და ემოციას ვერ შეატყობ.
ჰოდა, შეშფოთებული ვარ!
აშკარაა ადამიანების გააფთრების გარეგნობაში გადასვლის პროცესი!
რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნისა და გამომეტყველების ადამიანის ყურება, საᲨიᲨია, იკბინებიან და ცოფს ავრცელებენ.
თუმცა მეც ტენდენციური ვარ- ამ ხალხის გააფთრებაც გასაგებია, ევროპა მუხანათურად წაართვეს, ჩელიაბინსკში აღვიძებენ ამდენი ხანია და აფთარი კი არა, შავ მამბებად და ნილოსის ნიანგებად რომ არ გადაიქცნენ ამის გამო, ეგაა გასაკვირი და განსაცვიფრებელი,“- წერს სოსო მანჯავიძე.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

15 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ