— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია  გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა

მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ…

დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ   გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში აქციეს პოლიტიკურ სარბიელად- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „როდესაც პოლიტიკურ სარბიელად აქცევ სცენას, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა“.

„გემოვნების ჩამოყალიბების როლში ქართულ თეატრს დიდი როლი აქვს შეტანილი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ესთეტიკა, რაც ახასიათებს ხელოვნებას, დავიცვათ და არ იყოს სცენა და თუნდაც, სატელევიზიო პროდუქტი ინსტრუმენტად ქცეული და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება.“- აღნიშნა ლაშხმა.

მარიამ ლაშხი მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესია, მათ შორის, მსახიობობა არ უნდა იყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი და საჩვენებლად გაიხსენა რომან პოლანსკის საქმე, როდესაც ის დააკავეს, მისი დიდი ღვაწლის მიუხედავად.

ამით დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და არცერთი პროფესია არ წარმოადგენს „ინდულგენციას“ კანონის დარღვევისთვის

„სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნებოდა ეს თემატიკა წამოჭრილი, თუმცა, ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა. ახსენეთ, რომან პოლანსკი- ფრანგული კულტურის სახე, რომელსაც ოსკარის ლაურეატობასთან ერთად უდიდესი როლი და წვლილი აქვს შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის დატოვებაში, მათ შორის. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად, კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია და ჩვენ გვახსოვს, რომ პარიზში მისი დაკავება მოხდა არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში ცენზურა დაუწესეს, არამედ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა მას დარღვეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში ღირსეულად იყოს დაცული.“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

5 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

8 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

9 სთ წინ2 წთ