თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით ირაკლი კირცხალია – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია
პოლიტიკა

მარკ რუტე: ჩემი აზრით, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ აშშ-ის გარეშე არსებობას

მარკ რუტე: ჩემი აზრით, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ აშშ-ის გარეშე არსებობას

თუ ვინმე ფიქრობს: „ჰეი, ცოტა ხანი ამერიკის გარეშეც შეგვიძლია“, დაივიწყეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ვხარჯავთ თავდაცვაზე, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნიდერლანდურ გამოცემა Het Financieele Dagblad-თან ინტერვიუში.

მან ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორებიცაა გრენლანდიის კრიზისი, ნატოსა და ევროპის უსაფრთხოება, ამერიკის როლი და ა.შ.

კითხვას „შეძლებს თუ არა ევროპა ოდესმე შეერთებული შტატების გარეშე არსებობას“, რუტემ ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, არასდროს. ისტორიამ გაგვაერთიანა. ამერიკული ბირთვული ქოლგა ჩვენი მთავარი უსაფრთხოების საბოლოო გარანტიაა“.

აქვე, რუტე აცხადებს, რომ ინგლისი და საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოებია, თუმცა პატარა მასშტაბის. მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ძალები აშშ და რუსეთია. ის ამბობს, რომ „ამერიკის გარეშე ევროპას თავდაცვისთვის მშპ-ის 8–9% დასჭირდებოდა. ამიტომ ამის სურვილიც არ უნდა გვქონდეს“