— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
საქართველო

მარიამ ქვრივიშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის იდენტიფიცირებული და გავლენას ახდენს სამომხმარებლო პროდუქციის მაღალ ფასებზე.

„მეორე მხრივ, არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ ქართულ მარკეტებში ნაკლებად ვხედავთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. ეს, ფაქტობრივად, სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები ყოველდღიურობაში აწყდებიან“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და შესაბამისად, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ადგილობრივ საცალო ქსელებში ვიხილოთ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ვიდრე უცხოური, იმპორტირებული. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენი ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ