— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

მარკო რუბიო: ჩვენ ვახორციელებთ აშშ-ის მთავრობის 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ – თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია

მარკო რუბიო: ჩვენ ვახორციელებთ აშშ-ის მთავრობის 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ…

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეერთებული შტატების ერთგულება ASEAN-ის მიმართ მხოლოდ სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებითაც დასტურდება. როგორც შარშან გამოვაცხადეთ და მას შემდეგაც თანმიმდევრულად ვახორციელებთ, შეერთებული შტატები გამოიყენებს მთავრობის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად, მათ შორის საგარეო დახმარების მიმართულებითაც, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) და შეერთებული შტატების მინისტერიალის შემდგომ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კონფერენციაზე, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ადასტურებს შტატების ერთგულებას რეგიონის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია.

“ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ აშშ-ის მთავრობის 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ. ჩვენ ვახორციელებთ ამ ინვესტიციებს, რადგან ASEAN-ის განვითარება შეერთებული შტატების ინტერესებშიც შედის. ეს არ არის ქველმოქმედება. ჩვენ ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ კეთილი ადამიანები ვართ -თუმცა, ვფიქრობ, მართლაც ასეთები ვართ – არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის. თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია და ჩვენ მას არასოდეს მივატოვებთ.

რაიც არ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც გლობალური გავლენა აქვს, ამიტომ გვიწევს ურთიერთობა იმ ძლიერ ქვეყნებთანაც, რომლებთანაც გარკვეული უთანხმოებები გვავს. თუმცა ეს არასდროს მოხდება ჩვენი ალიანსების, ჩვენი პარტნიორების ან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. აქ წარმოდგენილ თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია,”- განაცხადა მარკო რუბიომ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

18 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

18 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

18 სთ წინ3 წთ