თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა იქნება: „ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრობას ხმის უფლების გარეშე, თუმცა, იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივად მოჰყვეს” ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება – ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
პოლიტიკა

მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა იქნება: „ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრობას ხმის უფლების გარეშე, თუმცა, იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივად მოჰყვეს”

მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა…
BRUSSELS, BELGIUM - JUNE 19: Friedrich Merz, Federal Chancellor of Germany arrives at European Council Meeting on June 19, 2026 in Brussels, Belgium. (Photo by Pier Marco Tacca/Getty Images)

„ჩემი განზრახვაა, გაიხსნას კონკრეტული გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ [უკრაინისა] და [მოლდოვისთვის], ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

მერცი ეწინააღმდეგება წევრობის შესახებ მიცემული პირობის უკან წაღებას. მისი თქმით, ეს იქნებოდა „ყველაზე ცუდი შესაძლო გამოსავალი ყველასთვის“.

მისი მოსაზრებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება „ასოცირებული წევრობის ფორმა, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრობას მისივე ინსტიტუტებში ხმის უფლების გარეშე, თუმცა ამავდროულად, მასთან იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივ შედეგად იქცეს“.

მერცმა აღნიშნა, რომ მან „დიდი მხარდაჭერა მიიღო თავისი წინადადებისთვის ევროპულ საბჭოში და პროცესში ჩართული პირებისგან“. მან დასძინა, რომ აქვს „მტკიცე ნება, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია უახლოეს კვირებსა და თვეებში“, რათა გაიტანოს თავისი წინადადებები ევროკავშირის დონეზე, თუმცა აცნობიერებს, „რომ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა დაკარგოს სანდოობა და ამით დაკარგავენ აღნიშნულ ქვეყნებს. ისივე თქმით, გეოსტრატეგიულად, ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი შედეგი, რაც კი შეიძლება დაგვემართოს ჩვენ, როგორც ევროპელებს“.

უკრაინის ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებით თავის წინადადებაზე საუბრისას, მერცმა აღნიშნა, რომ ის არ უარუყვია ვოლოდიმირ ზელენსკის.

მისი განმარტებით, ერთადერთი სირთულე თავად ტერმინ „ასოცირებულ წევრობაშია“, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს გამოიყენებოდა, როდესაც უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება შესთავაზეს. „იმ დროს ამას ასოცირებულ წევრობას უწოდებდნენ. ასე რომ, ამ ტერმინს არ აქვს პოზიტიური ასოციაციები უკრაინაში,“ – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა დასძინა, რომ მან ეს საკითხი ზელენსკისთან რამდენჯერმე განიხილა და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები.

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია… პოლიტიკა

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება

13 წთ წინ2 წთ
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ… პოლიტიკა

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ

1 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება – ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება

1 სთ წინ3 წთ