— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

მეტრეველი: ევროპელი ბიუროკრატების ისტერიული მოწოდებების ფონზე, საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო მასალების შეძენა რუსეთიდან

მეტრეველი: ევროპელი ბიუროკრატების ისტერიული მოწოდებების ფონზე, საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების…

“სინამდვილეში როგორ ამცირებს ევროკავშირი რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას – იცოდე სიმართლე.
ევროპელი ბიუროკრატების საქართველოს რუსეთთან სრული ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის ისტერიული მოწოდებების ფონზე, ბულგარეთის მთავრობამ კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნებართვა მისცა, გააგრძელოს საჭირო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა რუსეთიდან.
მიზეზი: ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მე-5 და მე-6 ენერგობლოკების შეუფერხებელი მუშაობაა. კოზლოდუის ატომური ელექტროსადგურის სისტემებისა და აღჭურვილობის უმეტესობა რუსული წარმოშობისაა.
როგორც ბულგარეთის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი: „მწარმოებლისგან კონსტრუქტორების, ინჟინრებისა, აღჭურვილობის კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების რეგულარული მიწოდება ბირთვული უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“.
კოზლოდუის ატომური ელექტროსადგური ბულგარეთის ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 16%-ს უზრუნველყოფს. სადგურის დახურვა კატასტროფული იქნებოდა ეროვნული ეკონომიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სადგური უკვე განიცდიდა ზარალს არასაკმარისი წარმოების გამო 2026 წლის დასაწყისში.
ფაქტია, რომ ევროპულ ქვეყნებს ჯერ არ შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობების სრულად გაწყვეტა საკუთარი თავისთვის კატასტროფული შედეგების გარეშე,” – წერს მეტრეველი.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=26468928816026056&id=100000068932502&mibextid=wwXIfr&rdid=DEsApP3tRZzh4GMM#

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

3 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

1 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 დღის წინ1 წთ