— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
მეცნიერება

მეცნიერებმა მარსზე ელვა პირველად დააფიქსირეს

მეცნიერებმა მარსზე ელვა პირველად დააფიქსირეს

მეცნიერებს სჯერათ, რომ მარსის ატმოსფეროში ელექტრონული აქტივობა პირველად დააფიქსირეს, რაც იმის ნიშანია, რომ პლანეტაზე ელვის ფორმირება არის შესაძლებელი.

შესაბამისი ხმები როვერმა Perseverance ჩაწერა, პარდიუს უნივერსიტეტის პროფესორის, როჯერ ვინსის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფი კი 28-საათიანი აუდიოჩანაწერების ანალიზზე მუშაობდა. გუნდმა 55 სიგნალი გამოყო, რომლებიც სტრუქტურით ელექტრონული მუხტების ხმაურს ჰგავს. ნაწილი დროში დაემთხვა ქარის მკვეთრ გაძლიერებასა და ატმოსფეროს ელექტრონული პარამეტრების ცვლილებას. რამდენიმე ასეთი ეპიზოდი იმ დღეებში მოხდა, როცა Perseverance-ი „ქვიშის ეშმაკებს“ – ათობით მეტრის დიამეტრის ქარბორბალებს აფიქსირებდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები აძლიერებს თეორიას მტვრის ქარიშხლებში მოკლე ელექტრონული მუხტების ფორმირების შესახებ. ტიპური მუხტის სიგრძე დაახლოებით 1 სანტიმეტრია, თუმცა ასეთ იმპულსებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება მტვრის გადანაწილებასა და ატმოსფეროს საერთო ელექტრიზაციაში.

აქამდე ასტრონომებს მარსის ატმოსფეროში ელვის მხოლოდ ირიბი ნიშნები ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ წითელ პლანეტაზე ელვის არსებობა დაადასტურეს.