— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება

მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება

დედამიწის მოსახლეობა ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდება – ბოლო 54 წლის განმავლობაში პირველად, ადამიანები მთვარისკენ გაფრინდებიან. NASA-ს მისია Artemis 2 სტარტს 1 აპრილს, ფლორიდიდან, ადგილობრივი დროით 18:24 საათის შემდეგ აიღებს (თბილისის დროით 2 აპრილს, 02:24 საათი).

რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე – რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 – ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.

ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ.