— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

მილანის ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქართულ ღვინის წარდგენის ღონისძიებები გაიმართა

მილანის ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქართულ ღვინის წარდგენის ღონისძიებები გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ მილანის რიგით მერვე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე ,,Milano Wine Week 2025” ქართულ ღვინო იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

9 დღიანი ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებზე, მომხმარებელზე, მედიისა და კომერციული სფეროს წარმომადგენლებზე, ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებები გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ღონისძიებების მენეჯერმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია და მასტერკლასი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორების, საცალო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა. გაიმართა „Walk-around“ფორმატის დეგუსტაციებიც.

ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

ფესტივალს ტრადიციულად 5 000-ზე მეტი ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალი და მომხმარებელი ესწრება როგორც იტალიიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის ღვინის პროფესიონალებისა და მომხმარებლების წრეებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 21 გამოფენა/ფესტივალსა და 200-მდე დეგუსტაცია-სემინარზე.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ