— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
პოლიტიკა

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, აშშ-სა და რუსეთს არ აქვთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, რომელიც ზღუდავს მათ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, აშშ-სა და რუსეთს არ აქვთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, რომელიც ზღუდავს…

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, აშშ-სა და რუსეთს არ აქვთ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, რომელიც ზღუდავს მათ სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს. დღეს ვადა ეწურება „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ შეთანხმებას“, რომლებიც მხარეებმა 2010 წელს გააფორმეს.

მისი დებულებების თანახმად, ორივე ქვეყანამ აიღო ვალდებულება, შეემცირებინა სტრატეგიული ბირთვული ძალები და გაეხსნა კარი ფართომასშტაბიანი შემოწმებისთვის შესაბამისობის დასადასტურებლად.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დადებული პაქტი, რომელიც ოფიციალურად ცნობილი იყო, როგორც „სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულება“, თითოეულ მხარეს ზღუდავდა არაუმეტეს 1 550 ბირთვული ქობინით 700-ზე მეტ რაკეტასა და ბომბდამშენზე.

თავდაპირველად ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წელს უნდა გასულიყო, თუმცა კიდევ ხუთი წლით გაგრძელდა. პაქტი ასევე ითვალისწინებდა ადგილზე მასშტაბურ შემოწმებებს შესაბამისობის დასადასტურებლად, თუმცა ისინი 2020 წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლდა.

2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კრემლს არ შეეძლო აშშ-ს მიერ მისი ბირთვული ობიექტების ინსპექტირების დაშვება იმ დროს, როდესაც ვაშინგტონმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ღიად განაცხადეს თავიანთ მიზნად მოსკოვის დამარცხება უკრაინაში.

ამავდროულად, კრემლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის სრულად არ ტოვებს პაქტს და პირობა დადო, რომ პატივს სცემს ბირთვული იარაღის ლიმიტს. პუტინმა ასევე თქვა, რომ შეთანხმების ვადის გასვლის დაშვება „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი იქნებოდა და შესაძლოა, ბირთვული იარაღის გავრცელებისთვის შეეწყო ხელი.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელი მოაწერა შეთანხმებას, განაცხადა, რომ მისი ვადის გასვლამ, შეიძლება, გამოიწვიოს კიდევ ერთი შეიარაღების რბოლა, რაც მსოფლიოს „ნაკლებად უსაფრთხოს გახდის“.

რუსეთსა და აშშ-ს ერთად ბირთვული იარაღის დაახლოებით 90 პროცენტი აქვთ. ორივე ქვეყანა ახორციელებს ფართომასშტაბიან მოდერნიზაციის პროგრამებს თავიანთი ბირთვული ტრიადის სამივე საფეხურისთვის (სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო), რამაც შეიძლება, მომავალში გაზარდოს მათი არსენალების ზომა და მრავალფეროვნება.

2022 წელს მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პუტინი არაერთხელ დაიმუქრა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით და განაცხადა, რომ მზად იყო, გამოეყენებინა „ყველა საშუალება“ თავისი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.

2024 წელს მან ასევე ხელი მოაწერა გადახედილ ბირთვულ დოქტრინას, რომელიც ამცირებს ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარს. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა ვაშინგტონის გეგმებზე, განაახლოს მიწისქვეშა ბირთვული დეტონაციის ტესტები.

ტრამპს სურს, რომ შეიარაღების კონტროლის ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში ჩინეთიც იყოს ჩართული. ამ იდეას პეკინი უარყოფს, ხოლო მოსკოვი არასაჭიროდ მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები.

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 წთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

24 წთ წინ5 წთ
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

25 წთ წინ4 წთ