თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

Politico: როგორ შეიძლება წააგოს ევროპამ ბრძოლა გრენლანდიისთვის

Politico: როგორ შეიძლება წააგოს ევროპამ ბრძოლა გრენლანდიისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ძალით გრენლანდიის დაპყრობაზე უარი განაცხადა, თუმცა ომი ინტერნეტში ახლა იწყება. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპა შოკში ჩააგდო, როცა დაემუქრა ტარიფების შემოღებით იმ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიას და დანიას მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ.

როგორც გამოცემა იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუქარების ინტენსივობამ იკლო, დანიელი და ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ კუნძული ინტერნეტში აშშ-ის ადმინისტრაციის რესურსის წინაშე მოწყვლადია.

იმ დროს, როცა კუნძულის მოსახლეობა 60 ათას ადამიანზე ნაკლებია, დეზინფორმაციის პატარა წვეთიც კი საკმარისია, რათა ის სწრაფად გავრცელდეს და საზოგადოების აზრზე გავლენა მოახდინოს. განსაკუთრებით საფრთხილოა ის, რომ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს არა რუსეთი, არამედ დასავლური სამყაროს ყველაზე გავლენიანი მხარე.

„გრენლანდია არის სხვადასხვა გავლენის კამპანიების სამიზნე“, – განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა, პეტერ ჰუმელგაარდმა Politico-თან ინტერვიუს დროს და აღნიშნა, რომ ასეთი კამპანიების ერთ-ერთ მიზანს „გრენლანდიასა და დანიას შორის კავშირების გაწყვეტა წარმოადგენს“.

დანიის ფაქტების შემმოწმებელი ვებგვერდის TjekDet-ის რედაქტორის, ტომას ჰედინის განცხადებით, ბოლო პერიოდში გრენლანდიაში დეზინფორმაციის გავრცელება გაძლიერდა.

მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას „სტრუქტურირებული კამპანიის“ სახე არ ჰქონდა, მათ შორის რუსეთის მხრიდან, ჰედინის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო ტრამპის განცხადება, რომ აშშ-ს გრენლანდიის ყიდვა შეუძლია, რაც დანიის კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია.