სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ანა ჰაკოფიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის და ნიკოლ ფაშინიანი დაშორდნენ.
„ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ჩემი და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ქორწინება დასრულებულია. ყველას გთხოვთ, გამოიჩინოთ თავშეკავება და კორექტულობა ამ თემის გარშემო“, – დაწერა ჰაკოფიანმა.
რა გახდა ფაშინიანისა და ჰაკოფიანის დაშორების მიზეზი, უცნობია.




