— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? – ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო მცდელობაა. ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი ორატორია და ამ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა. სწორედ აქ ჩანს განსხვავება პოლიტიკოსსა და უსამშობლო პროვოკატორს შორის, პირველი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, მეორე კი მტრულ ჰედლაინზე

ნიკოლოზ მეტრეველი: არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? – ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო…

სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით მტერია ან არ არის მტერი დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში, ოპოზიციური მედიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის დასმული კითხვის შესახებ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა.

„არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი? – ეს კითხვა კი არა, საკუთარი ქვეყნისთვის ხაფანგის დაგების უსინდისო მცდელობაა.
როდესაც ჟურნალისტი პასუხს წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოში აქცევს და შემდეგ ამ პასუხისგან პოლიტიკური სკანდალის შექმნას ცდილობს, ეს ჟურნალისტიკა არ არის.
სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლის საკითხების ერთი სიტყვით მტერია ან არ არის მტერი დაყვანა მხოლოდ ერთი მიზნისთვის ხდება: ხელისუფლების წარმომადგენლისგან ისეთი ფრაზის ამოგლეჯა, რომელსაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ირაკლი კობახიძე ძალიან გამოცდილი ორატორია და ამ პროვოკაციას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცა. და სწორედ აქ ჩანს განსხვავება პოლიტიკოსსა და უსამშობლო პროვოკატორს შორის, პირველი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, მეორე კი მტრულ ჰედლაინზე.
საქართველოს არ სჭირდება ომისკენ მიმანიშნებელი რიტორიკა და არც რუსეთის მიმართ რაიმე სახის რომანტიზება. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საბედნიეროდ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს არა უნამუსო მედიასაშუალებების დღის წესრიგით, არამედ ქვეყნის ინტერესებით იღებს.“ – წერს მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ