— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ, საკუთარი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით

ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით…

საფრანგეთში საპროტესტო ტალღა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური ყუმბარის აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. ასობით დაშავებული, ათასობით დაკავებული და ძალადობის უმძიმესი კადრები, ასეთია ვითარება ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ, საკუთარი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით.

„საფრანგეთში საპროტესტო ტალღა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური ყუმბარის აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდმა ხელი დაკარგა. ასობით დაშავებული, ათასობით დაკავებული და ძალადობის უმძიმესი კადრები, ასეთია ვითარება ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოში.
და ამ დროს რას აკეთებენ უსაქმური, პოლიტიკურად იმპოტენტი ევროპარლამენტარები?!
ისევ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე მსჯელობენ, ისევ მორალს გვიკითხავენ და ისევ ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიონ თავს.
რა მორალური უფლება აქვთ სხვებისთვის დემოკრატიის გაკვეთილების ჩატარების იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარ ევროპულ ოჯახში არსებულ უმძიმეს პრობლემებზე სათანადო პასუხს ვერ პოულობენ?!
როდესაც საფრანგეთში არასრულწლოვანი საპროტესტო აქციის დროს ხელს კარგავს, ევროპულ ინსტიტუტებს გაცილებით მეტი საფუძველი აქვთ, საკუთარი წევრი სახელმწიფოების პრობლემებით დაინტერესდნენ, ვიდრე საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური განაჩენის გამოტანით.
და კიდევ ერთხელ, სრულიად პირდაპირ ვსვამ კითხვას: გვინდა კი ასეთი ევროკავშირი? ევროკავშირი, სადაც სხვებისთვის მორალის კითხვა გაცილებით ადვილია, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვა?!“ – წერს მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ