— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავებაზე ხელშეკრულება, რომელიც მაისში დაიდო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის

ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის, ამ კონტექსტში გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ…

საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში, ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის. ამ კონტექსტში, ჩვენ ასევე გვსურს, მკაცრად დავგმოთ ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც წელს მაისში დაიდო რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოადგენს მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და გააძლიეროს ფაქტობრივი ანექსია იმ ტერიტორიებისა, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ დადებული ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა აქტი თავისთავად ბათილად არის და იქნება ცნობილი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მოსკოვის მექანიზმის საკითხზე და აღნიშნა, რომ ამას ეუთო-ს ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

„ასევე, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო ანგარიშის კიდევ ერთ საკითხს, რომელიც მოსკოვის მექანიზმს ეხება. მსურს, კომიტეტს ვაცნობო, რომ მოსკოვის მექანიზმის გამოყენებას და მის დასკვნებს არ დაუჭირა მხარი ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ დავასახელებ. 34-მა წევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი და არ დაამტკიცა ეს დასკვნა, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა აღინიშნოს. გარდა ამისა, ერთი ექსპერტის მიერ 71 საათში მომზადებული ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ამიტომ, როდესაც ანგარიში ეუთო-ს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც გამოთქვა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია ანგარიში საბოლოო ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება არ შეეძლო. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ზოგიერთი მათგანი უკვე განხორციელებულია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით. დიდი მადლობა და მოუთმენლად ველით ამ საკითხზე დებატების გაგრძელებას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა

12 სთ წინ2 წთ
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს… პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

17 სთ წინ3 წთ
ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი… პოლიტიკა

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

19 სთ წინ2 წთ