„საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები – აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე! დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა: “რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლობით ვხედავდით ტურიზმისა და რუსული კაპიტალის წახალისებას, რასაც პროტესტის ნაცვლად, ტაშით ხვდებოდნენ დღევანდელი რადიკალები 2022 წლიდან მათ უცებ „გაიღვიძეს“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავგამოდებულ “რუსოფობებად” მოგვევლინნენ ყველა ფაქტი ერთ სამწუხარო რეალობაზე მიგვითითებს – საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მათთვის არაფერს ნიშნავს – მათი „პატრიოტიზმიც“, “სოლიდარობაც” და ემოციებიც მხოლოდ გარე პატრონების ბრძანებით ირთვება საკუთარი ხალხის ტკივილზე დუმილი და უცხოურ ინსტრუქციებზე ყვირილი არც პატრიოტიზმია, არც გულწრფელი სოლიდარობა – ეს უბრალოდ სხვების ინტერესების უპირობო მსახურებაა“, – წერს ნინო წილოსანი.
ნინო წილოსანი რადიკალებზე: საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მათთვის არაფერს ნიშნავს – მათი „პატრიოტიზმიც“, “სოლიდარობაც” და ემოციებიც მხოლოდ გარე პატრონების ბრძანებით ირთვებასაკუთარი ხალხის ტკივილზე დუმილი და უცხოურ ინსტრუქციებზე ყვირილი არც პატრიოტიზმია, არც გულწრფელი სოლიდარობა – ეს უბრალოდ სხვების ინტერესების უპირობო მსახურებაა
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში
პოლიტიკა
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია
პოლიტიკა