— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

„ონკოლაინ ჯორჯია”: ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის – მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე, ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ

„ონკოლაინ ჯორჯია”: ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის – მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა…

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გმობს ცნობილი იუთუბერების ვიდეოს, რომელშიც სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება – ლეიკემია და ამ დაავადების მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად გამოწვეული თმის ცვენა, დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი და „სკეტჩის” ავტორებსა და წამყვანებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს, გადაცემის სპონსორებს და პარტნიორებს კი – მსგავსი შინაარსის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების საჯაროდ განსაზღვრისაკენ. „ონკოლაინ ჯორჯიას” განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ პაციენტები ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დღეებს, მაგრამ დაავადებული ადამიანის დაცინვა და ხუმრობა ერთი და იგივე არ არის.

„ოფიციალური განცხადება

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია”

25 ივნისი, 2026

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია” გმობს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია — სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება — და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა.
თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გვერდითი მოვლენაა. ის არ არის ხუმრობის თემა — ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი. ეს არის ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავება.
ჩვენ არ ვართ იუმორის წინააღმდეგ. ჩვენი პაციენტებიც ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დღეებს. მაგრამ ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის. პირველი ეხმარება, მეორე — აზიანებს.
მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის გიორგი კალატოზსა და ნიკა შევარდნაძეს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე და გაიაზრონ თავიანთი ნათქვამის რეალური ფასი.
ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ და გადახედონ, რა ღირებულებებს უჭერენ მხარს თავიანთი დაფინანსებით.
ონკოპაციენტები იმსახურებენ პატივისცემას, თანადგომასა და ღირსებას — და არა გასართობ კონტენტად ქცევას.
მთელი კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია შეძრწუნებული ვართ ჩვენდამი ამგვარი დამოკიდებულებით. ვითხოვთ, რომ ყველა მხარემ გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე.
პატივისცემით,
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია”” – აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც „ონკოლაინ ჯორჯიას” დამფუძნებელი, სოფიკო ფირანიშვილი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ