— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
მეცნიერება

ჩინეთში 100-მეგავატიანი მზის თბოელექტროსადგური ამოქმედდა, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

ჩინეთში 100-მეგავატიანი მზის თბოელექტროსადგური ამოქმედდა, რომელიც ყოველწლიურად 120 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას…

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინძიანის რეგიონში, ქალაქ ფუკანგში მდებარე 100-მეგავატიანი მზის თბოელექტროსადგური, რომელიც გამდნარი მარილის ტექნოლოგიას იყენებს, პარასკევს ოფიციალურად ჩაერთო ელექტროენერგიის ქსელში და ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო.

სადგური აღჭურვილია 15 697 ინტელექტუალური სარკით, რომლებიც რეალურ დროში მიჰყვებიან მზის მოძრაობას და მზის სხივებს სპეციალურ მიმღებ კოშკზე მიმართავენ. პროექტი განთავსებულია სამრეწველო პარკში, 900-მეგავატიან მზის ფოტოელექტრულ სადგურთან ერთად.

სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, სადგური ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას, დაზოგოს დაახლოებით 40 000 ტონა პირობითი საწვავი (ქვანახშირის ეკვივალენტი) და ყოველწლიურად დაახლოებით 140 000 ტონით შეამციროს ნახშირორჟანგის ემისიები.