— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
საქართველო

პატრიარქი შიო III: სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

პატრიარქი შიო III: სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ…

შიო III-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება. ეკლესიაში ახალი სტილით, 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის.

არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.

“გილოცავთ ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ინდიქტიონის დაწყებას და, ასევე, ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ახალი წლის დასაწყისში ყოველთვის გვაქვს იმედები, რომ მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულშიც, ჩვენს ცხოვრებაშიც. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე”, – აღნიშნა პატრიარქმა.