პიტერ სიიარტო: ჩვენ არ გვეზიზღება უკრაინა, პრობლემა ისაა, რომ უკრაინის სახელმწიფოს ეზიზღება უნგრეთი და უკრაინის სახელმწიფო ატარებს ანტიუნგრულ მიდგომას

ჩვენ არ გვეზიზღება უკრაინა, პრობლემა ისაა, რომ უკრაინის სახელმწიფოს ეზიზღება უნგრეთი და უკრაინის სახელმწიფო ატარებს ანტიუნგრულ მიდგომას და ეს გრძელდება, ბოლო 10 წელია, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე. პიტერ სიიარტომ კიევი ბუდაპეშტის მიმართ მტრულ ქცევაში დაადანაშაულა.

„უკრაინა ძალიან მტრულად იქცევა უნგრეთის მიმართ. ძალიან გთხოვთ, ჰკითხეთ უკრაინელებს, რატომ შეაჩერეს მათ ნავთობის მიწოდება უნგრეთში? ჰკითხეთ უკრაინელებს, რატომ აყენებენ საფრთხის ქვეშ ენერგომატარებლების მიწოდებას უნგრეთში? ჰკითხეთ, რატომ არ უბრუნებენ უფლებებს უნგრულ უმცირესობებს, რატომ აგდებენ საფრთხეში ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას? ძალიან მაინტერესებს, რა იქნება მათი პასუხი“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უახლესი

მსგავსი სტატიები